“ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ… საზოგადოებას აქვს კითხვა – რა გვეშველება?!” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრობს.
”საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა. ორი თემაა რეალურად საზოგადოებაში, რა გვეშველება, არის ერთი თემა და როგორ და რამ უნდა გვეშველოს. და მემგონი რომ ჩვენ თუ რაღაცა არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ერთ ჯადოსნურ წრეზე და ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ და ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის თავზე, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა, კიდევ სამი წელი რჩება და მე ვთვლი, რომ წარმოვადგენ ამ საზოგადოების განცდას, ჩემში რაც არის, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც გროვდება ჩვენს ქვეყანაში რაღაცნაირად უნდა გადავიდეს საქმიან ურთიერთობაში. ეს არ იქნება რაღაცა ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება…,”- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.