ბესო ფილაური და ლევან ბლიაძე – ცნობილია პირები, რომელებიც ნუნუ თამაზაშვილის ტყის დაცვისას, მედიას დაესხნენ თავს

ბესო ფილაური და ლევან ბლიაძე – ცნობილია პირები, რომელებიც ბაკურიანში, ნუნუ თამაზაშვილის ტყის დაცვისას, მედიას დაესხნენ თავს და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ   ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ ფილაური ბაკურიანის წყალმომარაგების ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც თანამდებობიდან სავარაუდოდ დარღვევების გამო გაათავისუფლეს და მასზე საქმეც იყო აღძრული, ხოლო ბლიაძე – ბორჯომის საკრებულოს ერთ-ერთი ააიპის თანამშრომელია და როგორც ბაკურიანში ამბობენ. ხელფასს არაფრის კეთებაში იღებს.

მათ კრიტიკული მედიის ლანძღვა-გინების გარდა, ტექნიკის დამტვრევაც სცადეს და ამტკიცებდნენ, რომ ბაკურიანის ტყე კერძო საკუთრებაა. “მთავარი არხის” ჟურნალისტს კი “ნაციონალი”, “მკვლელი”, “სისხლის მწოველი” და “სატანა” უწოდეს.

ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარისგან ცდილობდნენ გარკვევას რა ვითარებაში და დამსახურებისთვის გადაეცა ღარიბაშვილის მეუღლეს ტყე, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

ამის შემდეგ კი გადაწყვიტეს ტერიტორიის დათვალიერება, თუმცა მათ ადგილზე სწორედ აგრესიული პარტაქტივი და პოლიციელები დაახვედრეს.

მედიის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფების მიუხედავად, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share