დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, წარსულის არცერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული-ზურაბიშვილი

“ჩვენ, რეალურად, წარსულის არც ერთ ფურცელზე არავართ შეთანხმებული. სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია არ გაგვაჩნია თუნდაც ამ ბოლო 30 წლის. ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, უკან თუ გავიხედავთ, არაფერზე არა ვართ შეთანხმებული, არც ერთ ფურცელზე ამ ისტორიის და ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ახსნა-განმარტება ამ ფურცლების. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდე დღეზე და მომავალზე. ჩვენი დაპირისპირება გროვდება სხვადასხვა შრეებად და ჩაბეტონებულია. თუ ეს არ დავძლიეთ, შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს დაპირისპირება და ჩვენ ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა – დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო”.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული თანხმობის იდეასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share