პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, წელიწადნახევარია ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ ჰქონდა სურვილი, მისთვის “აეხსნა” და ესაუბრა ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებულ პროცესზე, თუმცა მიიღო პასუხი, რომ პოლიტიკაში აღარ არის:
“იმას გეტყვით, მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა”- თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.