მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის. მისი თქმით, ის ყოველთვის ასრულებს საკუთარ სიტყვას – საუბარია განცხადებაზე, “არა და არასდროს”.

“ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის, ამაში ვინმე თუ გადამარწმუნებს … მაგრამ არ მგონია. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი, მე არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ვითარებას,“- განაცხადა ზურაბიშვილმა  ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

“არა და არასდროს”  – ეს სიტყვები ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ორჯერ გაიმეორა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share