ბიძინა ივანიშვილის სასატურმო “პარაგრაფის” თანამშრომლები აბუნტდნენ. სასტუმროს თანამშრომლები არაადამიანურ სამუშაო გარემოზე უკვე ღიად საუბრობენ. თანამშრომელი ყვება, რომ მათ სასტუმროს მენეჯერი მონურად ამუშავებს და ჭამის საშუალებასაც კი არ აძლევს. მისი თქმით, ორსულებს სამსახურიდან ყრიან და დაფეხმძიმებას უკრძალავენ. 12 საათიანი სამუშაო დროის განმავლობაში თანამშრომლებს კვების და დასვენების დროც არ აქვთ.
”დილა იწყებოდა ნეგატივით და მთავრდებოდა ვირული, მონური სამუშაო დღე გრძელდებოდა, კატასტროფული დღეები იყო. 12 საათი ვმუშაობდი და საჭმლის უფლება გვქონდა 2-ჯერ, მაგრამ ზაზა არ გვიშვებდა ორჯერ, უჭმელს გვტოვებდა სპეციალურად, შეგაბრუნებდა 9-ჯერ ნომერში. და გაგაკეთებინებდა ერთიდაიგივე რაღაცას. მე გამომაცხადა პრობლემურ თანამშრომლად იმიტომ, რომ ვერასოდეს ვერ ვეგუებოდი სადიზმს, არაადამიანურ მოპყრობას და შეურაცხყოფას. თუ დაორსულდებოდა რომელიმე ქალბატონი გიჟს გავდა. ჩემი სურათი გაიკარით “სპალნაში” და არ დაორსულდებითო”, – ამბობს სასტუმროში დასაქმებული ქალი.
სასტუმრო “პარაგრაფის” დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, ზაზა ოქროპირიძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამშრომლებმა ფაქტები მოიგონეს.
ტვ პირველი