“ღარიბაშვილის უცაბედი აღზევების მთავარი მიზეზი მხოლოდ  “საუკეთესო მონის” სტატუსი არ ყოფილა”

”ახლა კიდევ უფრო გასაგებია, რატომ დააბრუნა სახლში სამარცხვინოდ გაგდებული ღარიბაშვილი პირველ პირად ივანიშვილმა!

აქამდე რომ გვეგონა, ღარიბაშვილის უცაბედი აღზევების მთავარი მიზეზი მხოლოდ  “საუკეთესო მონის” სტატუსი იყო, გაცილებით კი არა და, რაც ახლა მის სიმამრზე ვახო სანაიას გადაცემაში ტიპმა მოყვა, იმის 30% თუ რეალობაა,  პირდაპირ კრემლს მოუთხოვია მისი მობრუნება.

პ.ს ეს უნდა ნახოთ!” ასე ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა დღეს , ტელეკომპანია  “ფორმულას” ეთერში გასულ გადაცემას, სადაც გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმემ, კოტე ციხისთავმა გიორგი სანაიას მკვლელობის შემკვეთად ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი დაასახელა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share