“ურთიერთობის სტატუსი: ველოდები ტყეს”… “ვალენტინობისთვის ტყე გამოვიწერე” – გამოხმაურებები სოციალური ქსელიდან

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოლისთვის ბაკურიანის ტყის ჩუქებამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გთავაზობთ სახალისო პოსტებს Facebook-დან:

Nikusha Parulava:

გოგა ხაინდრავა შემდეგი არჩევნების ბოლოს ტყის თაიგულით ხელში მივა “ოცნების” ოფისთან.

Tamar Kakabadze:

Nikusha Parulava ტყე თუ არა, ბუჩქი მაინც მაჩუქე .

Gigi Ugulava:
ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია
ი. ღარიბაშვილი.
Gigi Ugulava:

“რატომ გადასცეს 10 ჰექტარი საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას”👇

ეი თქვენ მანდ მთავრობაში! თაფლობის თვე გაქვთ?

 —  განწყობა: გაღიზიანებულად.

Dea Mamiseishvili:

ურთიერთობის სტატუსი: ველოდები ტყეს .

Nene Dalakishvili:

Vladimer Khinchegashvili არ გინდა, ტყე მაჩუქო ?

Maria Gegechkori:

ვალენტინობა მოდის, მერე ჩემი დაბადების დღე.

ვიჩუქებ ტყეს – სხვანაირად ჩემს გულს ვერ მოიგებთ!

Alika Kuprava:

14 თებერვლისთვის ამაზონიდან ტყე გამოვიწერე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share