ევროკომისიამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენება დაამტკიცა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარ სტელა კირიაკიდესის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ვაქცინაციის შემდეგ პანდემიის წინააღმდეგ თავდაცვის ძლიერი, მეორე ხაზია.
პრეპარატი რეკომენდებულია ზრდასრულებისთვის, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის.