“გინდა შიმშილს მოუკლავხარ და გინდა კორონას”… გურულების მძიმე ყოფა

კორონა ვირუსი და საქართველო-რა ხდება გურიაში და როგორ აფასებენ ადგილობრივები მათ ყოველდღიურობას პანდემიის პირობებში, მით უფრო, მაშინ როცა ქვეყანა ფაქტობრივად გაჩერებულია, შიმშილი და სიღარიბე კი ვირუსზე ნაკლებ სიმძიმედ არ აწევს ქვეყნის მოსახლეობას:

1.გართულდა ცხოვრება ნამდვილად. შეშინებულია ხალხი, როის რა დეემართება არ იცის. აი პირბადე, სულ უნდა ქონდეს პირზე. სახელმწიფო ხალხიზა მიდღემჩი არ ბრძოლობდა. როდის იყო გაჭირვებულს ეხმარებოდა ვინმე?! მე არ მინახაია. მთავრობა არაფერს  არ აკეთებს ხალხის სახეიროდ. ფიქრობენ რა ჩეიდონ ჯიბეში, თუ რამე გამოაგზავნენ კი ჩეიდობენ ჯბეში, ხალხი კია უყურადღებოდ მიგდებული.

2.სამმილიონიან ქვეყანაში ხუთიაათასი  და 50 მილიონიანშიც ხუთიათასი ძაან დიდი რიცხვია. საშიშია. 120 ოჯახი ცხოვრობს სკოლის  ზევით,  რომ ამოხვალთ და ერთი არ ამოსულა არავინ და არც ტესტი ჩატარებულა  და  არც უკითხავთ  რაფერ  ხართ და რას შობითო. არჩევნებზე ხომ დარბიან. ჭიშკარის დაკეტვას და გაღებაა ვერ ვასწრებდი.

3.ქვეყანას ახლა უჭირს და პაწა  დახმარება  უნდა გაჭირვებლ  ხალხს. მაინც  უჭირდა  ხალხს  და   აი რაცხა ავადმყოფობა მევიდა  ქლა  დაღუპა ქვეყანა. ქი ვართ მშიერები  და მწყურვალი. მეტი რა გვაქს.  სახელმწიფომ მოგვაქციოს  ყურადღება  და მოგვეხმარონ  რაცხა შეგვიძლია ამ გაჭირვებულ ხალს. რა მშიერი მომკვდარხარ და რა იმას მუუკლავხარ, სულერთი არაა?!

4. ხომ ხედავთ რაფერი ამბავია. გული გახეთქილი მაქ. ნახევარზე მეტი ჩემები- შვილები, შვილიშვლები თბილისში მყავს. ასე არ უნდა გავრცელებულიყო, კარგად რომ ემუშავენ  თავის დროზე ნორმალურად.

5.გაჭირვებული ხალხი  კიდე დაასველეს იმ არეულობის დროზე, გაფიცვებზე. ეს რატომ უნდა მომხდარიყო. გაჭირვებულებს კიდევ უფრო მოუჭირეს და უფრო მაზოლზე დააჭირეს ფეხები. თავის დროზე უნდა დაკეტილიყო ეს ყველაფერი, მაშინ   ივანიშვილმა  რომ გახსნა  ეროვნული პარკი  და ეხლა დაკეტეს ყველაფერი.

  1. ადგილები არა გვაქვსო , რომ ამბობენ პალატკები გააკეთონ, ფეჩი დააყენონ და დააწვინონ  ეს  ხალხი. მილიარდი რომ გადმორიცხეს ჩანა  რამე? მე ვერ ვხედავ.

  1. ყოველდღიურობაზე კარგად რომ არ აისახა   თავისთავად ცხადია.  ძაან  ცუდი  მდგომარეობაა. ყველაფერი დაკეტილია, გადაადგილება შეზღუდლია. მე კაი, მანქანა  მემსახურება,  მაგრამ სხვამ რა ქნას.
  2. აგერ თუ დამეხმარენ, გაზზე და წყალზე მოუმატეს ფასები. მაღაზიაში შეხვალ და ფული ფულს არ გავს და ხალხი ხალხს არ გავს. მთვარობა არ გავს ადამიანს. სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, ხალხი ვერ იარსებებს  წესიერად. რომ ძახიან დაჯექით სახლშიო, მაშინ მომეცი საშუალება, რომ დავჯდე  და ვირჩინო თავი. უმუშევარი  რომაა ადამიანი იმას ჭამა და სმა  არ უნდა?!

9.ხალხი პანიკაშია, ფქვილი ძვირდება, პური ძვირდება. რას წერენ გაზეთებში ვერ მიხვდები.  ბევრს  ლაპარაკობენ და  ცოტას აკეთებენ და ამით ვართ უკმაყოფილო.  80%-საც ვერ  ასრულებენ მაინც.

10.ძაან ბევრი  ხალხი უმუშევარი დარჩა, რომელთაც  არც შემოსავალი გააჩნიათ და მარტო იმ ხლფასზე იყო დამოკიდებული, სადაც მუშაობდნენ და ის სამსახური  რომ დაიკეტა რით უნდა არჩინოს ხალხმა  ოჯახი. ძან ბევრია  საავდმყოფოში პაციენ,ტები და ადგილები არაა და  ჩივიან.  მე თუ კოვიდი მაქვს და სახლში ვარ, როგორ  უნდა გადავრჩე. ექიმი სახლში არ მოდის,  როგორ უნდა ვიმკურნალო  ჩემით?  ეს არის  ძაან ცუდი  ნამდვილად.

  1. სახელმწიფო ვერ მართავს. ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია კოვიდთან მიმართებაშიც და ხალხშიც. ეს მთავრობა როა  ასეთი მთავრობა არ ყოფილა არასდროს.

  1. ცოდვაა ხალხი, დაიტანჯა. ჩაკეტვები, შიმშილობა.  ხალხს უჭირს, ეხლა მაღაზიაში შევდივარ დ ვანაწილებ  როგორ  ვიყიდო და რა ვიყიდო. სახელნწიფო  ეფექტურად  საერთოდ ვერ მუშაობს. ყველაფერში მინუსი როგორ  აქვენ არ ვიცი. არ არსებობს  დარგი რომ მაგენს  პლიუსი  ჰქონდენ.

  1. ყველანაირად შევიზღუდეთ. არ არის არაფერი ღია. სამსახურები დაიკეტა და ბევრი რაღაცა. ჯანდაცვა არ არის მომზადებული როგორც საჭიროა ვერ უმკლავდებიან  ჩვენი  ექიმები , არ არის ის სიტუაცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: