გორელების განცხადებით, ღამით ქუჩებში მთვრალი სამართალდამცველები პატრულირებენ

გორის პოლიცია მორიგ სკანდალში ეხვევა – ადგილობრივები სამართალდამცველებს მძიმე ბრალდებებს უყენებენ. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები ღამის საათებში ადგილობრივებს უმიზეზოდ აჩერებენ და კოლოსალურ ჯარიმებს უწერენ.

ისინი, ვინც სისტემის წინააღმდეგ წასვლა და კანონდამრღვევი პოლიციელების მხილება გადაწყვიტეს, ახლა გენერალურ ინსპექციას სამართალდამრღვევი სამართალდამცველების მფარველობაში ადანაშაულებენ.

ბრალდებების მთავარი ადრესატი ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანი, გიორგი მესხია.

“ორჯერ დავრეკე გენერალურ ინსპექციაში და განვაცხადე ამის შესახებ, რომ ნასვამ მდგომარეობაში დადიან სამართალდამცავები კი არა სამართალდამრღვევები და არღვევენ სამართალს. გიორგი მესხი, რომელიც მუშაობს გორის სამმართველოს უფროსია და იყო იმ ღამეს პასუხისმგებელი”, – ამბობს გორის საკრებულოს ყოფილი წევრი, ზაზა მეზვრიშვილი.

გორის პოლიციაში “მთავარი არხის” კითხვებს არ პასუხობენ. ისინი ამბობენ, რომ გიორგი მესხია სამსახურში არ იმყოფება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share