მიკროვატობუსისა და სატვირთო ავტომანქანის შეჯახებას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ერთმანეთს მიკროვატობუსი და სატვირო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა.

დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share