“ნუ დათესავთ პანიკას!”- ვოლოდიმირ ზელენსიკი დასავლეთს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთის გარდაუვალ შეჭრაზე გავრცელებული ინფორმაცია, უკრაინის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.

“ქვეყნების ლიდერებისგან  ვრცელდება  ინფორმაცია, რომ ხვალ იქნება ომი. ეს პანიკაა- რამდენი დაუჯდება ეს ჩვენს ქვეყანას?” – განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია უკრაინისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share