პრემიერ-მინისტრს ფოთში აქცია-პერფომანსით დახვდნენ – ნაციონალური მოძრაობის წევრებს ადგილზე პლაკატები ჰქონდათ მიტანილი მოწოდებებით ,,თავისუფლებ მიშას” და „სოლიდარობა უკრაინას” , ასევე სურდათ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვდრა, თუმცა მედიის მსგავსად პრემიერი მოქალაქეებსაც გაექცა.
პორტში შეკრებილები ითხოვდნენ, რომ ახალი ნავსადგურის შემოსავლების 50% ფოთს დარჩეს და ამ თანხებით გაუვალი შიდა გზები მოწესრიგდეს.
აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პორტი რუსეთის დავალებით დახურა.