ამერიკაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ბაიდენის მკვლელობას გეგმავდა

ამერიკაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მკვლელობას გეგმავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, შემთხვევა ამერიკის ერთ-ერთ შტატში, კანზასში მოხდა.

დაკავებული მამაკაცი, სკოტ მერიმანი კანზასში გამგზავრებისას დააკავეს.

მერიმანის თქმით, მას ეს მისია ღმერთმა დააკისრა, მისია რომ “გველისთვის გაესრისა თავი”.

მან ასევე უთხრა სამართალდამცავებს: „მე უნდა მივაწოდო მესიჯი პრეზიდენტ ბაიდენს და ვურჩიო მას დაბრუნდეს ღმერთთან (ან წავიდეს ჯოჯოხეთში), რადგან ხალხი დაიღალა ქვეყანაში განხეთქილებით.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share