“ვანგარიშობთ, რომ დაახლოებით, შემთხვევების 90-95% უკვე ომიკრონზე მოდის, ამიტომაც შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სისტემა პასუხობს ამ გამოწვევას, რადგან, როგორც ჩანს, ომიკრონი დელტასთან მიმართებაში შედარებით უფრო მშვიდად მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამძიმების თეორია ომიკრონსაც აქვს და როცა ამდენი აქტიური შემთხვევა გვაქვს, შესაძლოა, იყოს ზეწოლა, ასევე, ჰოსპიტალურ სექტორზე და გვქონდეს შემთხვევების ზრდა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.