ქუთაისში საფიჩხიის პანთეონიდან მე-20 საუკუნის საზოგადო მოღვაწეების ბიუსტები მოიპარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ ღამეში წაღებულია 10 ბიუსტი.
მათი თქმით, ქურდობა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო.
“ჩემთვის გასაოცარია, რომ სასაფლაოს დირექციამ ეს ფაქტი ვერ შენიშნა. მე ვეჭვობ, რომ ეს არის წინასწარ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული და ხელშეწყობილი ღონისძიება. პოლიციაში მეუბნებიან, რომ მოვძებნითო, მე პოსტი დავდე ამ ბიუსტების შესახებ და მითხრეს, რომ ეგ აიღე, ჩვენ ხელს გვიშლისო. ეს არის სისტემის ბრალი, რომელსაც მე ვენდე, რომელმაც მე მომატყუა და მომპარა”, – თქვა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, მადლენ გიორგაძემ.