სიღარიბეს შეწირული 5-სულიანი ოჯახი – ტრაგედია გლდანში

12 წლის დავითი, 6 წლის მარიამი, 5 წლის დარეჯანი და მათი დედ-მამა – თბილისში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ მწარედ შეგვახსენა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები სიღარიბეს ეწირებიან.

პატარები და მათი მშობლები ცივ ზამთარში გათბობას გაზის საცხობი ღუმელით ცდილობდნენ. ალბათ მშობლებსაც ესმოდათ, რომ ეს მთლად უსაფრთხო არ არის, მაგრამ შვილების გასათბობად ამ სახლში, რომელიც სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ქირაობდა, სხვა გათბობის საშუალება არ იყო. გრადაცვლილებმა ბინა სულ სამი დღის წინ იქირავეს და სავარაუდოდ ტრაგედიაც პირველივე ღამეს მოხდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share