ბახმაროში გამართულ ბურანების შეჯიბრში, გენო ირემაძემ გაიმარჯა

დღეს, ბახმაროში საქართველოში პირველად ბურანების შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც გენო ირემაძემ გაიმარჯვა.

რბოლაში მონაწილეობა ბახმაროს ერთგულმა წარმომადგენლებმა მიიღეს.

რბოლა ორ ნომინაციაში- წყვილთა შორის 2 კმ მანძილზე და ჯგუფური რბოლა 3 კმ მანძილზე გაიმართა.

ორივე ნომინაციაში გამარჯვება, გენო ირემაძეს ხვდა წილად.

გამარჯვებულს ,,ზამთრის თასი” და სხვადასხვა პრიზები გადაეცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share