ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობიდან ბაჩო ახალაძე სოფელ კოხნარში შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.
ახალაძის თქმით, სოფელში ისევ არ არის გზა და სასწრაფოს ბრიგადებს პაციენტებთან მისვლა კვლავ ფეხით უწევთ. გარდა ამისა, ადგილობრივებს დიდ პრობლემებს უქმნის რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივი ცენტრიდან აპარატის წაღება და დაზიანება:
“ურთულესი მდგომარეობაა სოფელში.
ექიმებს პაციენტებთან მისვლა ფეხით უწევს… გზა ისევ გაუწმინდავია…
ვერ ხერხდება პაციენტების გადაყვანა სტაციონარამდე…
ეს დალოცვილი არც გაწვიმდა…
ამას დაემატა, საზოგადოებრივი ცენტრიდან აპარატის დაზიანება და ადგილიდან საერთოდ წაღება, რაც დიდ პრობლემას უქმნის ადგილობრივებს და არამხოლოდ… ადგილზე უკვე თვეებია არ მუშაობს ლიბერთი ბანკის სალარო.
მოკლედ, პრობლემა პრობლემაზეა სოფელში.
პასუხები იცოცხლე
– რა ვქანა ძმაო, ტრაქტორი არაა, ტრაქტორი ვერ ადის საბურავი არ აქვს
– რა ვქნათ, ქურდს ვერ ვიჭერთ თავზე ჰქონდა ჩამოფარებული
მოკლედ, უპასუხისმგებლობის ზენიტია…” – წერს ახალაძე.