ყაჩაღობა ქუთაისში – შეიარაღებული პირები აფთიაქში შეიჭრნენ და თანხა წაიღეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე აფთიაქი დააყაჩაღეს. შეიარაღებული პირები აფთიაქში ცოტა ხნის წინ შეიჭრნენ და იარაღის მუქარით თანხა წაიღეს.

ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ქუთაისში გუშინ ღამით 25 ავტომობილი გაქურდეს, ასევე მოიპარეს საფიჩხიის პანთეონში ბიუსტები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share