დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში “ომიკრონით” გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მან “პრაიმ ტაიმს” განუცხადა.
გამყრელიძის განცხადებით, მომავალ კვირას გახდება ცნობილი ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში “ომიკრონის” შტამით და ამ ეტაპზე კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მედიკოსები მოსალოდნელ გაზრდილ ჰოსპიტალიზაციასა და გარდაცვალების გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ. ექიმების შეფასებით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელება უკონტროლოა, ამ მძიმე ვთარებაში კი ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაცია და რეკომედაციების დაცვაა.