ჩესლი კრისტი, “მის ამერიკა” 2019 გარდაცვლილი ნახეს. მედიის ცნობით, პოლიციამ თქვა რომ კრისტი მანჰეტენის საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა და შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა.
30 წლის ქალის ოჯახი გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს – “დიდი მწუხარებით ვიზიარებთ ჩვენი საყვარელი ჩესლის გარდაცვალებას. ის დიდი შუქი იყო, რომელმაც შთააგონა სხვები მთელ მსოფლიოში თავისი სილამაზითა და სიძლიერით”.
ქალმა გარდაცვალებამდე “ინსტარგამზე” ფოტო გამოაქვეყნა წარწერით დაე ამ დღემ მოგიტანოთ სიმშვიდე.
ჩესლი კრისტი ადვოკატი იყო და ცდილობდა დახმარებოდა ამერიკის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში. ის ეწეოდა სამოქალაქო სამართალწარმოებას იურიდიულ ფირმაში და მუშაობდა, რათა დაეხმარებოდა პატიმრებს უფასოდ, რომლებიც შესაძლოა უსამართლო სასჯელის მსხვერპლნი იყვნენ.