რა ცვლილება ამოქმედდება მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციასთან დაკავშირებით

2022 წლის 28 მარტიდან „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2022 წლის 26 თებერვლამდე, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე საშეღავათო ფასი მოქმედებს.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში: 2022 წლის 28 მარტიდან „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება; 2022 წლის 27 მარტის ჩათვლით, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება როგორც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის, ასევე დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რითაც იგი ადასტურებს ტრანსპორტზე საკუთრების უფლებას. 28 მარტიდან პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

2022 წლის 26 თებერვლამდე, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე მოქმედებს საშეღავათო ფასი; გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share