“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პასუხიმსგებლობა ეკისრება…ივანიშვილს”-ნაყოფია

მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში სათანადო სამედიცინო მკურნალობა და გამოკვლევები ამ დრომდე არ უტარდება. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, კობა ნაყოფიამ მოინახულა. ოპოზიციის ლიდერი მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ოლიგარქ ივანიშვილს აკისრებს.

“მას აღენიშნება მწვავე ანემია, ასევე, ტაქიკარდია. ის ნევროლოგიური პრობლემები, რომელიც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე არ არის მოგვარებული. ყველაფერი ამის ფონზე, მასთან არ უშვებენ პირად ექიმს, ზოგადად არც ერთი ექიმი, მათ შორის უცხოელი ექიმები, რომლებიც მზად არიან, ჩამოვიდნენ და შევიდნენ მასთან, დღემდე არ არის თანხმობა. სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეკისრება ივანიშვილს და ქართული ოცნების ხელისუფლებას

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, კარგად მოგეხსენებათ, რომ პროცესი მიმდინარეობს. დღეს რაც ხდება მის თავს, ეს არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების გაგრძელება. ულტიმატუმთან დაკავშირებით ის გაავრცელებს მის განცხადებას, ეს ულტიმატუმი არსად გამქრალა”,- თქვა კობა ნაყოფიამ.

“შეუშვით პირადი ექიმი სააკაშვილთან!” – ამ მოწოდებით “მიშას სექტორმა” იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართა. აქტივისტებმა რუსთავის ციხეში ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის შეშვება მოითხოვეს.

უკვე ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილი მედიკოსებს არ მოუნახულებიათ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share