შეიყვარე საკუთარი თავი – ნიშნავს, იყო ღმერთის მადლიერი მონიჭებული სიცოცხლისთვის — ლუიზა ჰეი

შეიყვარე საკუთარი თავი – ნიშნავს, იყო ღმერთის მადლიერი მონიჭებული სიცოცხლისთვის — ლუიზა ჰეი სიყვარულის და ჰარმონიის მქადაგებელი მწერალი ამერიკელი მწერალი ქალი ლუზა ჰეი მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც «პოზიტიური აზროვნების», ბედნიერების და ჰარმონიის მქადაგებელი. მისი წიგნები «განკურნე შენი თავი თვითონ», «როგორ ვუმკურნალოთ საკუთარ თავს», «სამკურნალო ძალა ჩვენშია» მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და მრავალჯერ გამოიცა. გთავაზობთ მცირე ამონარიდებს (აფირმაციებს) ამ მართლაც საინტერესო და შესანიშნავი მწერლის და ადამიანის ჩანაწერებიდან. მე სიხარულით ვემშვიდობები წარსულს. წარსული ჩემგან თავისუფალია და მე თავისუფალი ვარ წარსულისგან. ჩემს სულში ახლა სიმშვიდეა. ძალის (გადაწყვეტის) წერტილი არის აქ და ახლა – ჩვენს გონებაში. სამყარო არასდროს განგვიკითხავს და გვაკრიტიკებს. როდესაც ადამიანთან ავადმყოფობა მიდის, მან საკუთარ გულში უნდა მოძებნოს, თუ ვის უნდა მიუტევოს და აპატიოს. არასდროს არანაირ გარემოებაში არ გააკრიტიკო და განიკითხო ადამიანები. შეიყვარე საკუთარ თავი – ნიშნავს, იყო ღმერთის მადლიერი მონიჭებული სიცოცხლისთვის. ყველაფერი რასაც გასცემთ, უკან გიბრუნდებათ. როდესაც ცხოვრებაში რაღაც იოლად გვეძლევა, ეს გაკვეთილი არ არის, ეს არის, რაც უკვე ვიცით. სიყვარული – ნებისმიერი თქვენი პრობლემის ერთადერთი პასუხია. დატოვეთ წარსული სიყვარულით და წარსულის მადლიერი იყავით იმისთვის, რომ მან ცნობიერების ამ დონეზე მოგიყვანათ. პრობლემა არაფერი არის, თუ არა განვითარების და ზრდის შესაძლებლობა. პრობლემები — ეს თვითგანვითარების საშუალებაა. შეიყვარო საკუთარი თავი — ნიშნავს განსაზღვრო საკუთარი მიზანი ნებისმიერ საქმიანობაში. როდესაც ჩვენ შეშინებულები ვართ, ვცდილობ, ყველაფერი ჩვენს კონტროლს დავუქვემდებაროთ. ასეთი მიდგომით ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში არ ვუშვებთ დადებით ცვლილებებს. მიენდეთ ცხოვრებას — მასშია ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება. თუ ჩვენ რაიმეს უნებართვოდ ვიღებთ – ამით ვკარგავთ მას, თუ გავცემთ _ ვიღებთ და ეს სხვანაირად არ შეიძლება იყოს. გაეცით საკუთარი შემოსავლის მეათედი ნაწილი და მოემზადეთ ახალი შემოსავლების მიღებისთვის. იმდენად რამდენადაც იზრდება სიყვარული საკუთარი თავისადმი, იზრდება პატივისცემაც. თქვენთვის საჭირო ცვლილებები უფრო სწრაფად და იოლად მოხდება, თუ თქვენ ზუსტად იცით, რას ელით ცხოვრებისგან. სიყვარული არ არსებობს ადამიანის გარეთ – ის მასში ცხოვრობს. რამდენადაც ძლიერად გიყვართ, იმდენად მეტად ხართ სიყვარულით გარემოცული. სამყაროში ყველაფერი უხვად არის და სამყარო მხოლოდ იმას ელოდება, რომ თქვენ «გაეცნოთ» და ეზიაროთ ამ სიუხვეს. ფული გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ, ადამიანები გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ შეგხვედრიათ ცხოვრების მანძილზე, სიხარული ბევრად მეტია, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თუ თქვენ დაიჯერებთ ამას, თქვენ გექნებათ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ.

ავტორი: რამაზ გიგური

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share