”ქართული ოცნება” თავისი ნაბიჯებით კიდევ უფრო სცილდება ცივილიზაციის ჭრილს. ეხლა როდესაც მთელი დასავლური სამყარო დარაზმულია უკრაინის მხარდასაჭერად. პუტინი ცივილიზაციის ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელად, არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებში, არამედ რუსეთშია დასახელებული. “ქართულმა ოცნებას” ვერ გაუგია მთავარი ფორმულირება, რომ რუსეთთან მაამებლური პოლიტიკა არ არსებობს, იმიტომ, რომ რაც უფრო შეყვები რუსეთს ამ თამაშში, მით უფრო შეგითრევს და ბევრის დათმობას მოგთხოვს.”
აღნიშნულის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.