“ნუ მიყვირი”- გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხება. მათ შორის არიან, მესაზღვრე პატრული და გამომძიებელი.

სასამართლო პროცესზე აეროპორტში მომუშავე მესაზღვრე პატრულის პაატა ბახტურიძის დაკითხვას მოჰყვა, რომელმაც აეროპორტში, კერძოდ, ბარში გიგი უგულავასა და ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილს შორის მომხდარი ინციდენტი დეტალურად გაიხსენა.

ჩვენების შემდეგ აღნიშნულის შემდეგ უგულავამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მიმართა.

|ბატონი გიგი სახით ჩემკენ იდგა, რომელსაც კარგად ვხედავდი, ბატონი გიგი ხელს იქნევდა, გავაშელიშვილს ნიკაპში ხვდებოდა, თუ ზურგში, ტკიოდა, თუ არ ტკიოდა, არ ვიცი, ბადრი ჩემკენ ზურგით იდგა, ისიც ხელებს იქნევდა. ვხედავდი აშკარად, რომ ისიც ხელით რეაგირებდა.

ბატონ გოკას ფეხი სტკიოდა და გადაადგილება უჭირდა. ბადრი გავაშელიშვილს მოტკეცილი მაისური ეცვა, ყელთან ჩამოხეული ჰქონდა, თვითონ აღელვებული, ანერვიულებული იყო, მიუთითებდა, ბატონ გიგიზე, შეურაცხყოფა მომაყენაო”,- განაცხადა ბახტურიძემ,”- განაცხადა პატრულის თანამშრომელმა.

აღნიშნულის შემდეგ უგულავამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მიმართა და მოუწოდა მოწმის ჩვენების დამადასტურებელი კადრები გამოძიებას წარედგინა.

უგულავას მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიმართ: “ნუ მიყვირი.”

„მაშინ დამაცადეთ საუბარი”, – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება, პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share