საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, ლონდა თოლორაიასა და დიპლომატიურ კორპუსს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას, თქვა:
“დემოკრატია დამოკიდებულია მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე როგორებიცაა სახელმწიფო ინსპექტორი, სახალხო დამცველი, პროფესიონალი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება. ამას სჭირდება სიმამაცე და მაღალი პროფესიონალიზმი, ჩვენ აუცილებელად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე ამაღლდეს.
სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ზიანის მომტანი იყო, ეს იყო ქმედება, რომელმაც დემოკრატიული სისტემა დაასუსტა.”
მან საქართველოს პარლამენტს სთხოვა არ იჩქაროს და იპოვოს ჭეშმარიტად პროფესიონალი კადრები, რომლებიც ინსპექტორის ნაცვლად შექმნილ ორ უწყებას უხელმძღვანელებენ.