საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. დღეიდან, ქვეყანის შიგნით, მწვანე პასპორტი სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.
ღიბრაძის თქმით, აღრიცხვიანობის ყველა სხვა სისტემა მოქმედი რჩება და პირები, ვისაც მწვანე პასპორტი სხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავ შეძლებენ ამით სარგებლობას.
“ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება”. – ამბობს გიორგი ღიბრაძე.
ქვეყანაში მწვანე ბარათების სისტემა პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.