„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, “ენმ”-ის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას ეხმაურება და ამბობს:
„უფრო, ველოდები იმას, რაც იყო – მაგიდაზე შეხტომა, კივილი, წივილი, „მიშა გამოუშვით“, „მიშა ნატანჯია“, „მიშა წამებულია“… თუ ეს არ მოხდება და ხალხი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, სასიამოვნოდ გაოცებული ვიქნები და მათთან ერთად ვიმუშავებ ამაზე“.
შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.