როგორ უნდა მოეხერხებინა საქართველოს რეჟიმს, რომ აქ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა არაა – ნიკა მელია

ენმ-ს თავმჯდომარე ეხმაურება რადაში, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების დროშების გამოფენას, რომელთა შორის, საქართველოს დროშა ვერ მოხვდა:

ამ ფოტოზე უკრაინის რადას სხდომაა, სადაც უკრაინელები მადლობას ეუბნებიან მეგობრებს თანადგომისთვის!

როგორ უნდა მოეხერხებინა საქართველოს რეჟიმს, რომ აქ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა არაა!

უპრინციპო და მხდალი მეგობარი არც დასავლეთს ჭირდება და ვერც რუსეთთან ,,დაალაგებს” მონობით.

მსოფლიო იცვლება – ახალი ძლიერი დემოკრატიული ბლოკებიც ყალიბდება. რატომ არ გაგვიგია არაფერი ბრიტანეთ- პოლონეთ – უკრაინის უაღრესად სასარგებლო კავშირში საქართველოს ყოფნის შანსებზე?

იმიტომ, რომ ამის შესახებ კრინტიც ვერ დაუძრავს რუსების შიშით ივანიშვილს!

მიტაცებული სახელმწიფო მარტო ქვეყნის შიგნით და მარტო აწმყოში არ გვაზარალებს და გვართმევს შანსებს!

ფოტოზე აღბეჭდილმა თითეულმა დროშამ იცის, რომ აგრესიას სხვებთან ერთად უნდა აღუდგეს წინ, რომ შემდეგი თავდასხმის ობიექტი შეიძლება თავადაც გახდეს და რომ ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაში სიკეთის მხარე უნდა აარჩიო და მყარად დადგე – გასუსვა არ შველის!” წერს ნიკა მელია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share