“ყველაფერი ივანიშვილს- ასე ხდება, როცა ახერხებ არჩევნებში ძალაუფლების მიღებას გათამაშებით- “მიშა მოდის”

“პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო ივანიშვილის წინაშეა ანგარიშვალდებული,”- ამის შესახებ კოსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა გია გაჩეჩილაძის გადაცემაში ისაუბრა. ძიძიგურის პარტია 7 წლის განმავლობაში იყო ქართულ ოცნებასთან კოალიციაში მანამ, სანამ გასული წლის ნოემბერში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პარტიას დატოვებდნენ.

პარლამენტი და მისი ყველა წევრი, უმრავლესობას ვგულისხმობ, არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე. მთავრობა და ყველა მისი მინისტრი, ანგარიშვალდებულია არა პრემიერმინისტრის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. სასამართლო –ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესი – ბიძინა ივანიშვილის.

სად არის? 30 წელი რაში გაატარა ამ ქვეყანამ? პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის, სასამართლო დაღუპულია. ეს ხდება, როდესაც შენ ყველა არჩევნებში ახერხებ ამ ბანქოს “მიშა მოდის” გათამაშებით ამხელა ძალაუფლების მიღებას, მერე ხდება ასეთი მმართველობა, როგორიცაა დღეს. მე ასეთი მმართველობა არ მახსოვს საქართველოში. დისტანციური მმართველობაა. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, გლდანში იყო ასეთი შემთხვევა, რომ ლევან კობიაშვილის პრეზენტაცია გააკეთა ქართულმა ოცნებამ და კობიაშვილის პრეზენტაციაზე ვიდეოჩანაწერი გაუშვეს ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილიც იქ იყო და ჩანაწერი გაუშვეს.

ბიძინა ივანიშვილის ნააზრევს გველაპარაკებიან – ვოლსკი, კობახიძე, მდინარაძე…”- განაცხადა ძიძიგურმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share