ერთხელ უკვე ძალიან ძვირად დაგვიჯდა ეპოქალური არაადეკვატურობა – როცა ერთმანეთი ვხოცეთ 1991 წელს, იმის მაგივრად, რომ ახალი ევროპული ქვეყნის მოდელის კონსტრუირებაზე დაგვეწყო ფიქრი… (თუმცა, აბა, ვის უნდა დაეწყო?)
ახლაც გარდამავალი – თუ იქნებ გარდამტეხი – ეპოქაა და ჩვენ კი რაზე ვდავობთ პარლამენტში: რომ ოლიგარქს უხერხულობა არ შეექმნას ვლადიმერ პუტინთან? ეს მისი პრობლემაა და არა საქართველოსი” – ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.