კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ოცნების” ყოფილ დეპუტატს, ნუკრი ქანთარიას, მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზეს.
აღნიშნულ საკითხზე, ქანთარიას “ლაივ კომენტარის” წამყვანი, გიორგი გასვიანი ესაუბრა. კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა, მას მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელის პოზიცია, “ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა თქვა:
“ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ გასაკვირიც არ იქნებოდა, რომ შემოეთავაზებინათ…ასეთი შეთავაზება არ ყოფილა, ეს ინფორმაცია ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ შეთავაზება არ ყოფილა.” – თქვა ქანთარიამ.