ორ მოქმედ მინისტრს ნატალია ილიჩოვა მადლობის სიგელითა და სამკერდე ნიშნით ჰყავთ დანაჯილდოვები

ნატალია ილიჩოვა სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისთვის მოქმედ თავდაცვისა და პრემიერ მინისტრს მადლობის სიგელით ჰყავთ დაჯილდოვებული, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე და სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებელ დოკუმენტს აქვეყნებს:

„ცნობისთვის, ნატალია ილიჩოვა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და საზღვრის დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს ყავს მადლობის სიგელით დანაჯილდოები, ხოლო უმწიკვლო სამსახურისთვის კი, სამკერდე ნიშნით – გიორგი გახარიას. ნუთუ, ოდნავ მაინც არ აწუხებთ სირცხვილის გრძნობა იმის გამო, რასაც ახლა ამ ადამიანს უკეთებენ“ -წერს  გიორგი მშვენიერაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share