ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი – 4 თებერვლიდან საქართველოში აცივდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლიდან საქართველოში აცივდება – დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი.

პროგნოზის მიხედვით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე კი ლიპყინული.

ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი იქნება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share