გაზვიადებული და გაბუქებულია, თითქოს, აწამეს და სული ამოხადეს მიხეილ სააკაშვილს – კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ და მის მუშაობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიები სოციალურ საკითხებზე უნდა შექმნან, რადგან ძალით გაბუქებულ თემებზე ენერგიის ხარჯვა ამაო იქნება:
„კარგი იქნებოდა, თუ რეალური პრობლემები გადაიჭრებოდა, რაც ხალხს აწუხებს – უმუშევრობა, გაჭირვება, ქვეყნიდან ხალხი გარბის. მთავრობაც აღიარებს, რომ კოვიდის მართვა ხელიდან გაექცათ. კომისიები ამ საკითხებზე რომ შევქმნათ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა და არა იმაზე, რაც გაზვიადებული და გაბუქებულია, თითქოს, აწამეს და სული ამოხადეს მიხეილ სააკაშვილს. წამება არ მომხდარა, იყო უღირსი და ძალიან გულის ამრევი ფაქტი, რომ იძულებით გადაიყვანეს. ძალაც იხმარეს და კადრები რომ გაავრცელეს, ესეც იყო უღირსი საქციელი,“ – განაცხადა ელისაშვილმა.