“მიაქვს უკრაინაში თქვენი მკაფიო მხარდაჭერა, ჩემო წალენჯიხელებო!” – წალენჯიხის მერიის წარმომადგენელი უკრაინაში ჩავიდა

წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა:

“დღეს რამდენჯერმე დამიკავშირდნენ ჟურნალისტები, თანამებრძოლები,
ჩემთვის სრულიად უცნობი, მაგრამ ასე ახლობელი ადამიანები.
დამიკავშირდნენ ერთი და იგივე შეკითხვით..
………
რა ხდებოდა ამ დრომდე, ამ დღეებში?
*წალენჯიხამ მიიღო ყველაზე სამართლიანი ბიუჯეტი, სადაც,ხელფასები მოემატა დასუფთავება-კეთილმოწყობის ბაგა-ბაღების, ხელოვნების კულტურის, სპორტის მუშაკებს და ეს ყველაფერი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების მატების ხარჯზე. ჩინოვნიკების კეთილდღეობა გადანაწილდა ჩვენს დასაქმებულებზე. ეს გახლავთ ღირებულებებში და მიდგომებში სრული გარღვევა-კეთილდღეობა არა პარტიულ ელიტას, არამედ,ადამიანებს!

*წალენჯიხის მერმა ღირსეული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის თავისუფალ მოქალაქეებს და ხაზგასმით დაგმო რუსეთის ოკუპაცია.
წალენჯიხა იმდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთოეროვნულ განწყობებში, რომ ვიღაცამ ჩათვალა, თავისუფლების ეს ფლაგმანი გადაიფაროს დეზინფორმაციით და ანტიპროპაგანდით.
………
…..და ეს ძვირფასი ადამიანები (შეუგუებლები), ვინც ერთმანეთს ვეიმედებით ამ ბრძოლებში (ჩემი წინასაარჩევნო მოწოდებიდან-“მეიმედებით, გეიმედებოდეთ”) მეკითხებიან – სიმართლეა თუ არა, რომ მე ვტოვებ “ენმ”, შესაბამისად, ალბათ, ბრძოლასაც (ერთ-ერთი სა-“აგენტო” და მათი ადგილობრივი სულიერი ტროლ-სანათესაო)
…………
რიგგარეშე დაინიშნა?

ოლიგარქია დამთავრდა?

დაბალანსებული კონსტიტუცია მივიღეთ?

სასამართლო – მიშა თავისუფალია?

რეალური თვითმმართველობა ფუნქციონირებს?

ეს არის ჩემი, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და საერთოდაც, პოლიტიკაში, ბრძოლის მიზანი და ძალიან მოტივირებული ვარ ამ ბრძოლაში, როგორც სტიქიაში, როგორც შეუგუებლობაში, როგორც სულიერი ამბოხის მდგომარეობაში.

წალენჯიხა “ოცნებისთვის” არის ყელში გაჩხერილი დემოკრატიის და პატრიოტიზმის ფხა და ჯობია შეეგუონ მის არსებობასაც და იმასაც, რომ წალენჯიხა გადამდებია!

შეეგუონ, ვიდრე ასეთი უსუსური იაფფასიანობით ცდილობენ პირადად ჩემთან ბრძოლას – სრულ გამარჯვებამდე, და, საერთოდაც, ბრძოლის ველზე, ჩვენ ბრძოლას არათუ ვტოვებთ, არამედ სრულ ავანგარდში ვართ და ვიქნებით!!

გადავცეთ იმ სააგენტოს – დიდება უკრაინას! საქართველოს!თავისუფლება!

პ.ს.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში იმყოფება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალბატონი თამარ ბელქანია, საქართველოში ერთადერთი შემდგარი (სასიგნალო) კოალიციური თვითმმართველობიდან (წარმოადგენს პარტია “ლელოს”) და მიაქვს უკრაინის თავისუფალ მოქალაქეებთან თქვენი მკაფიო მხარდაჭერა, ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო!
ჰო, კიდევ: “აქა ვდგავარ!!!”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share