ძლიერი ქარი, თოვა, ზვავსაშიშროება – მომდევნო დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება.

სინიპტიკოსების პროგნოზით, 4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი.

მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share