კორონავირუსით ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასულიერო პირი დღეს, ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში დაასაფლავეს.

შეგახსენებთ, რომ ასევე 3 დეკემბერს, ვირუსს თბილისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share