MV GOLDEN RAY – სატვირთო გემი, რომელიც ჯორჯიის შტატის ქალაქ ბრანსუიკის პორტიდან გამოვიდა და მალევე შეჯდა რიფზე, გვერდზე გადაიხარა და საბოლოოდ – გადაბრუნდა. გემს 4200 მეორადი ავტომობილი გადაჰყავდა.
გემიდან ტვირთის ამოღება ძალზედ ძვირი ჯდებოდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გემი ნაწილ-ნაწილ დაეჭრათ და გადამუშავებაზე გაეშვათ ავტომობილებთან ერთად.
“დანის” როლის შესრულება სპეციალისტებმა გიგანტურ ჯაჭვურ ხერხს დააკისრეს, რომელიც ხიდისებრი ამწის ტიპისაა და განთავსებულია ორ ბარჟაზე. ორთავე პლატფორმა აღჭურვილია ოთხი ძრავით, რომლებიც უზრუნველყოფენ კონსტრუქციის მდგრადობას წყალზე. ამ სპეციალიზებულ ტექნიკას შეუძლია 7500 ტონის აწევა. საჭრელ ელემენტად ფოლადის დიდი ჯაჭვი გამოიყენება, რომლის მოძრაობის სიჩქარეც 2 მეტრია წუთში.
გიგანტური ხერხის დახმარებით გემს რვა სექციად დაჭრიან, თითოეულის წონა კი 2700-დან 4100 ტონამდე შეადგენს. მიღებულ ჯართს გაიტანენ ხმელეთზე უზარმაზარი ბუქსირებით.
გემში მყოფ Hyundai, Kia, Chevrolet და Dodge-ს ავტომობილებსაც გადამუშავება ელოდებათ.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე