უკრაინელი დეპუტატები საქართველოს ციხეში მიხეილ სააკაშვილის წამების საქმეზე საგამოძიებო კომისიას შექმნიან. მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ უკრაიანის რადაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც სააკაშვილის გლდანში ეტაპირების დეტალებით ინტერესდება.
”არა მგონია, რომ ამაზე უარი თქვას დეპუტატების დიდმა ნაწილმა, იმიტომ, რომ მისი ეს ნაბიჯი, საქართველოში წასვლის და დაბრუნების აღიქვეს საკმაოდ გმირულ და ვაჟკაცურ ნაბიჯად. მიხეილ სააკაშვილი არის კრემლის პატიმარი, ამიტომ მე მგონია, რომ რეაქციია იქნება დამაკმაყოფილებელი და სერიოზული უკრიანის მხრიდან” – ამბობს სააკაშვილის უკრაინელი თანაგუნდელი დავით საყვარალიძე.
კომისია კავშირზე იმ საგამოძიებო კომისიასთან უნდა იყოს, რომელიც საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას, თუმცა გამოძიებით დაინტერესებულიები არიან ბალტიის ქვეყნების დეპუტატებიც. გამორიცხული არ არის ამ ამბის საერთაშორისო დონეზე გატანის შემდეგ წამებაში მხილებული პირები საერთაშორისო შავ სიაში შეიყვანონ.
წყარო: ტვ პირველი