ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო ცვლილებები დაგეგმა. მმართველი პარტიიდან უკვე დადასტურებული ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც საკადრო კარუსელში ნათია თურნავა, ლევან დავითაშვილი და ოთარ დანელია ჩაერთვებიან.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ეს ცვლილებები გავლენას ეროვნულ ბანკზეც მოახდენს. რა არგუმენტები აქვს ამ ცვლილებებისთვის პრემიერს, რომელიც მუდმივად ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს, გაუგებარია, თუმცა ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსშია და ცვლილებები ეკონომიკურ გუნდში შესაძლოა აუცილებელიც იყოს.
მაგრამ “ქართული ოცნების” ოპონენტები მმართველი კლანის სხვა, უფრო მეტად რეალურ მიზნებზე საუბრობენ. ამ საკადრო გადაადგილებებით ღარიბაშვილი საკუთრი კლანის გავლენას აძლიერებს მთვრობაში და რაც უფრო მნიშვნელოვანია ეროვნულ ბანკში.
სწორედ მთავარ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გადაყვანას უწინასწარმეტყელებენ ნათია თურნავას, რომელმაც შესაძლოა ერთ წელიწადში კობა გვენეტაძის ადგილიც დაიკავოს.
მთავარი არხი