საქართველოს პარლამენტი სეიშელის კუნძულებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფს ქმნის – ინფორმაციას “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს. როგორც მან Facebook-ზე დაწერა, დეტალები ხვალ, 5 თებერვალს, 21:00 საათზე, “მთავარ არხზე” ეთერში გასაჯაროვდება. ”მსგავსი თუ რამე გამეგოს :))))
საქართველოს პარლამენტი ქმნის სეიშელის კუნძულებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფს :))) ამ ქვეყანაზე მარტო ის ვიცი, რომ ოფშორული ზონაა და ივანიშვოლის ოფშორული კომპანიები ძირითადად იქაა. ოღონდ, სად უპოვეს პარლამენტი და რა გზით აპირებენ მასთან მეგობრობას, ეგ გამაგებინა და მეტი არაფერი არ მინდა :))))
ხოდა, გავიგებ კიდევაც ხვალ, ცხრიანში თამარ ბაღაშვილთან” – წერს ნიკა გვარამია.