“ტვ პირველის” ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით, ნოემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ სტურუას ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება 1 ლარად მისცა.
სხვადასხვა ინტერვიუებში რობერტ სტურუა ხალხს ბრბოს ადარებდა და ამბობდა: “ხალხი ბრბოა..მხდალი ხალხი.. რომ ვუყურებ არ მგონია, რომ ისინი ნორმალურები არიან, მითუმეტეს მათი ბელადი” – სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ და გადამწყვეტი არჩევნების წინ მიიღო რობერტ სტურუამ ნახევარ მილიონიანი ძღვენი ერთ ლარად.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, განკარგულებების გამოქვეყნების ვალდებულება არ აქვთ.
ჟურნალისტის კითხვას, რისთვის მისცეს ქონება, რობერტ სტურუა ასე პასუხობს:
“არაფრისთვის. არ ვიცი, სკლეროზი მაქვს, 84 წლის ვარ… შევჭამ იმ დოკუმენტებს. ხომ იცით, რომ ოლიღარხი ვარ, ყველაზე დიდი ფული მაქვს”
“ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, რობერტ სტურუამ ნაჩუქარი ქონება მალევე 221 250 დოლარად გაყიდა.
ტვ პირველი