“როცა შულერი ივანიშვილი კაზინოს კანონებით გეთამაშება”

ირინა სარიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ორი მიმართულებით განიხილავს, მისი შეფასებით ახლა ყველა კარგად უნდა დაფიქრდე იმ ნაბიჯებზე, რის შედეგადაც ან ხელისუფლების გადარჩენას მივიღებთ, ან ქვეყნის:

“ტვ პირველზე ჩემი გამოსვლის ძირითადი კონტენტი იყო შემდეგი: სახეზე გვაქვს 2 კრიზისი: 1. ქვეყნის კრიზისი; 2. ხელისუფლების კრიზისი. პარლამენტში შესვლით ჩვენ კრიზისიდან გამოგვყავს ხელისუფლება; პარლამენტში არშესვლით და შემდგომი მოქმედებებით ჩვენ კრიზისიდან გამოგვყავს ქვეყანა, იმ კრიზისიდან, რომელშიც ის ხელისუფლებამ შეიყვანა. ეს არის და ეს და არ უნდა ამას ბევრი დემაგოგია. მოლაპარაკებებს რაც შეეხება, გვესმის ყველას ამის მნიშვნელობა, მაგრამ ამ მოლაპარაკებებს აზრი აქვს პარალელურად ქუჩაში საპროტესტო აქციების ფონზე. და კიდევ ერთი, რაც ტელევიზიით არ მითქვამს: როცა მოწინააღმდეგე – შულერი ბიძინა ივანიშვილი – კაზინოს კანონებით გეთამაშება, შენ ჭადრაკით ვერ უპასუხებ, მანამ სანამ მის მოედანზეა და შენ მისთვის სხვადასხვა ღირებულების “ფიშკა” ხარ. გადმოიყვანე შენ მოედანზე – ხალხთან ქუჩაში, რისიც მას ყველაზე მეტად ეშინია და სადაც კაზინოს კანონები აღარ მუშაობს, გადმოიყვანე და მოიგებ შენც და მოიგებს ქვეყანაც. აი ძალიან მოკლედ დღევანდელი ვითარების აღწერა და მიმართულება, საითაც უნდა წავიდეს ჩვენი ბრძოლა არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share