ეს მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის – კელი დეგნანი საქართველოზე

უნდა იყოს მეტი გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება და მრავალფეროვანი პროცესი – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას. მისი შეფასებით, საქართველოში ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის და ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება:

“უნდა იყოს მეტი გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა, როგორი სახის მხარდაჭერას უწევს მთავრობა მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი. ეს მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის, განსაკუთრებით, რეგიონებში. ვფიქრობ, ის პრინციპები, რომლებიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ახლა უნდა აღსრულდეს. კანონი დამოუკიდებლად უნდა აღსრულდეს. კარგად ჩანს ის, თუ სად არის მომავლის გზა. ახლა მოძრაობაა საჭირო” აცხადებს” –  კელი დეგნანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share