რომელმა მთავრობამ გააკეთა ქალაქისთვის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ? – კალაძე

”ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში შევცალეთ დაახლოებით 800-მდე ახალი ავტობუსი, შევიძინეთ 1000-მდე ახალი მიკროავტობუსი, 100 მეტრო ვაგონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და შევიძინეთ 40 ახალი მეტროს ვაგონი, რომელიც უახლოეს მომავალში როდესაც დამზადდება, ჩამოვა თბილისში და დედაქალაქის მოსახლეობა მოიხმარს. რომელმა მთავრობამ გააკეთა და გადადგა ეს ნაბიჯები ქალაქისთვის, რაც ჩვენ მოვახერხეთ და გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში? ეს გააკეთა ჩვენმა გუნდმა, გააკეთა გუნდმა, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო.” – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში სატრანსპორტო რეფორმაზე საუბრისას.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდა. მგზავრობის საფასური, 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share