” ბიძინა შედეგი არის, მიზეზი ჩვენ ვართ. პრობლემა ჩვენში არის და არა ხელისუფლებაში. ჩვენს მიერაა არჩეული და უკვე 12 წელია აცამტვერებს ამ ქვეყანას და ძვლებამდეა უკვე გაშიშვლებული. ძალიან ცუდ საფრთხეშია ქვეყანა და თქვენი დანდობა აღარ იქნება ხელისუფლებავ, იცოდე! ჯერ შინაურ მტრებს გავუსწორდებით და მერე გარეულსაც მივხედავთ. რატომ არის დღევანდელი ხელისუფლება საშიში, რომ მათ ჩამოხსნან და გაატანონ ეს საგანძური, ბიძინა ივანიშვილისთვის, განძისკარი არის ჩვეულებრივი რკინის კონსტრუქცია და ჩვენ ბევრჯერ გადავაწყდით ამას, რომ ქართული ოცნებისთვის, სიმბოლოები არ არსებობს” – ასე აფასებს განჯის კარის მიმართ აზერბაიჯანის ღია ინტერესებსა და საქართველოს მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისტორიკოსი და პარლამენტის დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, რომელიც ხელისუფლებას მსგავსი ფაქტის დაშვების შემთხვევაში აფრთხილებს:
“მანამ არ ეტკინა არავის არაფერი, სანამ ვინმეს ეს არ გავატანოთ… აი, გელათში წყალი ჩადის და ხმას არ იღებს არავინ და ბიძინას საქათმეში რომ წყალი ჩავიდეს, მაშინ მთელი ხელისუფლება იქ იქნება, მთელი ტექნიკით და აღჭურვილობით. აი, ასეთ დღეში ვართ. მოღალატე ხელისუფლება გვყავს და იცოდნენ, რომ მოხდება განძის კარის ჩამოხსნა და გადაყვება ეს ხელისუფლება ამას. მოხდება სამხრეთ ოსეთის მიერთება რუსეთზე და გადაყვება ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ამას. ქართველებო, რაღაც პირობები უნდა დაუდოთ უკვე ჩვენს თავს. სანამდე უნდა ვიყოთ მინდვრის თაგვის სიბრძნით? და მინდვრის თაგვის სიბრძნე რა არის? – შევძრები ორმოში და ვერავინ ვერ დაგვინახავს. ვართ კი ჩვენ დემეტრე პირველის მემკვიდრეები”-? – განაცხადა სანიკიძემ.